დღის სიახლეები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, უწყება შემჭიდროვებულ ვადებში ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს. ამასთან, სამსახური გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლებს სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით.
მსგავსი
დღის გადაცემები