24.11.2024 | 20:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასი 10%-ით იზრდება [ვიდეო]

მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. საკითხზე განმარტება ფინანსთა მინისტრმა,  ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, მასწავლებლებს გაეზრდებათ, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 

დღის გადაცემები