დღის სიახლეები
სემეკი თელმიკოს და GWP-ის კომპანიებს შეამოწმებს [ვიდეო]
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „თელმიკოს“ და „თელასის“ შემწმების საკითხზე მსჯელს. საჯარო სხდომა სემეკში ამ წუთებში მიმდინარეობს. თელმიკოს აბონენტებმა კომპანიისგან არარეალური დარიცხვის ქვითრები მიიღეს. ასეთივე შეუსაბამო გადასახადი დაერიცხათ ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის აბონენტებს. მოქალაქეთა საჩივრებისა და მაღალი მიმართვიანობის შემდეგ, სემეკში კომენტარი გუშინ გააკეთეს. მარეგულირებელ ორგანოში „თელმიკოს“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს შესწავლა დააანონსეს. როგორც კომისიაში განმარტეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგილზე შეისწავლის გადასახადის შემოწმების პრინციპს და მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.
მსგავსი
დღის გადაცემები