26.11.2024 | 14:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სენატორი ლინდსი გრემი - "ნამდვილად დავიღალე იმ ქვეყანაში ცხოვრებით, სადაც FBI-ი Facebook-ს ეუბნება, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ამბავი რუსული დეზინფორმაციაა"

"რესპუბლიკელმა" სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ დაიღალა ორმაგი სტანდარტით, რომელსაც იუსტიციის დეპარტამენტი, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და მედია ავლენენ.

"ნამდვილად დავიღალე იმ ქვეყანაში ცხოვრებით, სადაც FBI-ი Facebook-ს ეუბნება, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ამბავი რუსული დეზინფორმაციაა. თქვენ ხედავთ, რომ წამყვანი გაზეთები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ განსხვავდება ტრამპის საქმე კლინტონის საქმისგან. გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ინფორმაციას აწვდიან The Washington Post-ს, The New York Times-ს, ისინი ქმნიან ნარატივს, რომელიც ვერ გაუძლებს შემოწმებას", - აღნიშნა სენატორმა.

29 აგვისტოს, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ, ქუჩებში არეულობა იქნება.

26 აგვისტოს, კომპანია Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.

გამოცემა New York Post-მა 2020 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ინფორმაცია გაავრცელა ჰანტერ ბაიდენის მიტოვებული ლეპტოპის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურ და სკანდალურ მასალებს შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროს ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სკანდალი უგულებელყოფილი იყო ამერიკული მეინსთრიმ მედიასაშუალებების მხრიდან, ხოლო Twitter-ი ბლოკავდა აღნიშნულ ამბავზე ბმულების გაზიარებას.

დღის გადაცემები