დღის სიახლეები
სენატორი რენდ პოლი: "FBI-მ უნდა დაამტკიცოს, რომ ტრამპის სახლში რეიდი პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო"
"რესპუბლიკელმა" სენატორმა, რენდ პოლმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მოუწოდა, დაამტკიცოს, რომ დონალდ ტრამპის სახლში რეიდი პოლიტიკურად მოტივირებული კუდიანებზე ნადირობა არ იყო.
რენდ პოლმა აღნიშნა, რომ რეიდის გამართლების ტვირთი FBI-ს ეკისრება, ვინაიდან წარსულში უწყება დონალდ ტრამპზე თვალთვალში იყო შემჩნეული.
"არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ეს [ყოფილი პრეზიდენტის სახლში რეიდი] არასდროს მომხდარა. ჩვენ უნდა გვქონდეს ნდობა FBI-ს მიმართ. ჩვენ უნდა გვქონდეს ნდობა ჩვენი სადაზვერვო უწყებების მიმართ, რომ ისინი ჩვენ გვიცავენ და არა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დევნიან ხალხს. ასე რომ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული კუდიანებზე ნადირობა", - აღნიშნა სენატორმა.
მსგავსი
დღის გადაცემები