24.11.2024 | 22:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი -  დასავლეთის ქვეყნები რუსეთში არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად საერთაშორისო სტრუქტურებს იყენებენ [ვიდეო]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განაცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთში არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად საერთაშორისო სტრუქტურებს იყენებენ. მისი თქმით, დასავლეთი ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენოს. სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თვალს ადავნებეს ამ პროცესებს და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე საჭირო ზომებსაც მიიღებს.  რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნების მონიტორინგში ჩართული საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობას ამცირებს. ამის შემდეგ ეუთომ უარი თქვა რუსეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნაზე. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელმა მატეო მეკაჩიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციისთვის გადამწყვეტია დამოუკიდებლად განსაზღვროს დამკვირვებლების საჭირო რაოდენობა. რუსეთის დუმის არჩევნები 19 სექტემბერსაა დანიშნული.

დღის გადაცემები