დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალს გეგმავს საკუთარი თავისთვის"
ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალს ხედავს თავისთვის და რუსეთი მას ამაში ვერ დაეხმარება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ერიტრეას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოსმან სალეჰთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება ევროკავშირის გარკვეული ქმედებებისა თუ უმოქმედობის მიზეზებს, მიჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ახლა, ზოგადად, ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა არის ევროკავშირის პოლიტიკა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ მოაწერეს ხელი ნატო-სთან სრული თანამშრომლობის დეკლარაციას. მათ უბრალოდ უნდა გადაწყვიტონ, რა მომავალს გეგმავენ საკუთარი თავისთვის. აქ ჩვენ მათ ვერანაირად ვერ დავეხმარებით, მაგრამ არც ხელს შევუშლით", - აღნიშნა ლავროვმა.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
20.09.2022 / 14:12
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ
დღის გადაცემები