უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოსკოვი კიევთან ნებისმიერ მოლაპარაკებას უაზროდ მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ვაშინგტონმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ტანკების მიწოდების შესახებ და მისი ვასალები, მათ შორის ოტავა, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ მიაწვდის უკრაინას ჯავშანტექნიკას, განსაკუთრებით ძველს, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს", - აღნიშნა რიაბკოვმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინას იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იყენებს.
"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი სერიოზული ინიციატივა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ჯერჯერობით ეს სათანადოდ მკაფიოდ არავის გამოუთქვამს", - აღნიშნა რიაბკოვმა.