დღის სიახლეები
სექსუალური ძალადობის შემთხვევები 5 პროცენტით გაიზარდა [ვიდეო]
სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 5 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაშია ნათქვამი. სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად.
გარდა ამისა, საიაში, აბორტის პრობლემაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით დარეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება, იმის მიუხედავად, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით ვალდებულებაა აღებული.
მსგავსი
დღის გადაცემები