დღის სიახლეები
"სიენენის" ცნობით, დენის შმიგალმა ლოიდ ოსტინს დამატებითი სამხედრო დახმარება სთხოვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს დამატებითი სამხედრო დახმარება სთხოვა, – ამის შესახებ "სიენენი" წერს.
"ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, მაგრამ მიზანს რომ უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით მივაღწიოთ, უკრაინას მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება", – აღნიშნა შმიგალმა და დაამატა, რომ უკრაინას განსაკუთრებით "F-15"-ისა და "F-16"-ის ტიპის გამანადგურებლები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ესაჭიროება.
ოსტინმა პირობა დადო, რომ ამერიკა გააფართოებს შეერთებულ შტატებში სამხედრო ტექნიკის წარმოებას, რათა მეტად დაეხმაროს უკრაინას.
აშშ-ში ვიზიტამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრი კანადაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კანადამ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება გადასცა.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები