დღის სიახლეები
სინოდის სხდომის განჩინება დღეს გასაჯაროვდება [ვიდეო]
საქართველოს საპატრიარქოში ჩატარებული სინოდის სხდომის განჩინება სავარაუდოდ დღეს გასაჯაროვდება. დოკუმენტში სხდომის მიმდინარეობისას განხილული საკითხები და მაღალი სასულიერო იერარქების მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება. 2021 წელს პირველად შეკრებილმა სასულიერო დასმა ვაქცინაციის საკითხზე, დავით გარეჯზე, თავისუფალ ეპარქიებში ეპისკოპოსების გადანაწილებაზე, ჯამში კი ათამდე თემაზე იმსჯელა. სხდომის დასრულების შემდეგ მაღალმა სასულიერო იერარქებმა დღის წესრიგის შესახებ ისაუბრეს და საზოგადეობას გადაწყვეტილების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. სხდომას 35 მღვდელმთავარი დაესწრო, მდივანი კი მეუფე ანდრია გვაზავა იყო.
მსგავსი
დღის გადაცემები