სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეირაღებული დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. კონფლიქტის ზონაში ღამით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრები გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, მოსკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსმა დიპლომატმა ხაზი ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეების სწრაფად დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა.
დღის სიახლეები
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეირაღებული დაპირისპირება გრძელდება
მსგავსი
დღის გადაცემები