24.11.2024 | 22:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთის საზოგადოების ნაწილში პროტესტი მოჰყვა

სომხეთის დედაქალაქში მომხდარი არეულობების შემდეგ 6 ადამიანი დააკავეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის განცხადებით,  აღნიშნული პირები სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების მიტაცების შესახებ საჯარო მოწოდებების გაკეთების ფაქტებზე არიან დაკავებული. ედუარდ აღაჯანიანი წერს, რომ დაკავებულებს შორის ქვეყნის პარლამენტის სპიკერზე, არარატ მირზოიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 პირიცაა.

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთის საზოგადოების ნაწილში პროტესტი მოჰყვა. ერევნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები მთავრობის სახლსა და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მათი ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს, რომელიც, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის გადაცემები