24.11.2024 | 18:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სომხეთის განათლების მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთი მზად არის, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება დაიწყოს

სომხეთის განათლების მინისტრის, ვაგრამ დუმანიანის თქმით, სომხეთი მზად არის, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

"ჩვენ წელს ზოგიერთ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლების პროცესის დასაწყებად მზად ვართ", – განაცხადა ვაგრამ დუმანიანმა.

მისივე თქმით, მოსწავლეებს ქართულ ენაზე სწავლა ნებაყოფლობით შეეძლებათ და სავალდებულო არ იქნება.

"საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონების სკოლებზე", – განაცხადა სომხეთის განათლების მინისტრმა.

მისვე თქმით, დეტალებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდიან.

 

 

დღის გადაცემები