24.11.2024 | 22:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სომხეთის ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას აპროტესტებენ

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა.  დაკავებულია პარტია "დაშნაკცუცუნის"პარტიის წევრი არცვიკ მინასიანი, პარტია "სამშობლოს" წევრი არსენ ბაბაიანი და პარტია "ეროვნული დღის წესრიგის" წევრი არა აკოფიანი. სომხეთის ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად  9 ნოემბერს მოაწერა ხელი.

 

  თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი კი კვლავ თავს იმართლებს. მისი განცხადებით, თუკი სამხედრო მოქმედებები გაგრძელდებოდა, იყო იმის დიდი ალბათობა, რომ აზერბაიჯანული ძალები აიღებდნენ სტეპანაკერტს, მარტუნისა და ასკერანს, შედეგად კი დაიბლოკებოდა სომხური თავდაცვითი ზღუდეები, რასაც ათასობით სომეხი ჯარისკაცის ალყაში მოქცევა ემუქრებოდა.

დღის გადაცემები