დღის სიახლეები
სომხეთის ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს [ვიდეო]
სომხეთის ოპოზიცია მათ მიერვე მოთხოვნილ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუ ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი დარჩება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომელიც პრემიერ - მინისტრის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატია. მისი აზრით, არჩევნებზე დათანხმება არ შეიძლება, ვიდრე ხელისუფლებაში პრემიერი და მისი გუნდი რჩებიან. 18 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არასტაბილური შიდა ვითარების გათვალისწინებით და ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.
მსგავსი
დღის გადაცემები