დღის სიახლეები
სომხეთის პრეზიდენტი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენა რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება [ვიდეო]
სომხეთსის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხი რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება. მისი თქმით, გასული წლის მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების პირველივე დღიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშვა. სარქისიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ვირტუალურ რუკებს იყენებს, თავად კი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი საზღვარი ყოფილი საბჭოთა კავშირის რუკებით უნდა განისაზღვროს. როგორც სარქისიანმა აღნიშნა ბაქო „გუგლის“ რუკებს იყენებს, ამ შემთხვევაში კი კომპიუტერული პროგრამირების მცოდნე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საზღვრის ნებისმიერ ადგილზე დახაზვა.
მსგავსი
დღის გადაცემები