სომხეთსა და აზრებაიჯანს შორის დაპირისპირება გრძელდება. სომხეთის მთავრობის ცნობით, ღამის განმავლობაში ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს. ერევანში ასევე ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმია დილიდან მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას არტილერიით ბომბავს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს. ოფიციალური ბაქო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, სამი ერთეული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა და რამდენიმე სამხედრო ავტომანქანა დაკარგა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ სომხეთის მიერ დაბომბილ განჯაში და მინგეჩაურში დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან ერთად მიემგზავრება.