დღის სიახლეები
სომხეთში 14 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ
სომხეთში გლოვის დღეა. დილიდან დაშვებულია სახელმწიფო დროშები სამთავრობო დაწესებულებების შენობებზე, მათ შორის, პარლამენტის, მთავრობის, საკონსტიტუციო სასამართლოს, მერიის და სხვა შენობებზე.
სომხეთში რამდენიმე დღის წინ, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილებს გლოვობენ, რომელთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანს შეადგენს. სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება, 62 ადამიანი დაშავდა, შვიდი კი სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება.
ცნობისთვის, 14 აგვისტოს ერევნის სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოყვა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში ტერაქტი გამორიცხეს.
მსგავსი
დღის გადაცემები