24.11.2024 | 22:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"სომხური გზაჯვარედინი"-  გამოწვევები და რისკები [ვიდეო]

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „სომხური გზაჯვარედინის“ გახსნის შესახებ განაცხადა.  პრემიერის თქმით, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის საკითხის კონტექსტში მისმა მთავრობამ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გზის პროექტი - „ჩრდილოეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ-დასავლეთის“ პროექტად გადააქცია. ახალი პროექტის ერთმა განშტოებამ სომხეთი ირანთან და საქართველოსთან, მეორემ კი - აზერბაიჯანთან და თურქეთთან უნდა დააკავშიროს. მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები  ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე  რკინიგზის მშენებლობაზეც შეთანმხდნენ. თურქეთთან მოლაპარაკების შემთხვევაში პროექტმა შესაძლოა ყარსი-გიუმრის რკინიგზის გახსნაც მოიცვას. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოპონენტები აკრიტიკებენ მეგრის გავლით მარშრუტის გახსნას, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან ნახიჩევანის გავლით დააკავშირებს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სომხეთს თურქული ეკონომიკური ექსპანსიით და სერიოზული გეოპოლიტიკური რისკებით ემუქრება. გარდა ამისა, მათი თქმით, აზერბაიჯანულ-თურქეთის რეგულარული ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სამხედრო განცხადებების ფონზე, ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს, სადაც ბევრი გადაუჭრელი პრობლემა რჩება.

დღის გადაცემები