სამხედრო მიუმხრობლობა ეს არ ნიშნავს დასავლეთისთვის უარის თქმას, ეს ნიშნავს ქვეყნის გადარჩენას - განაცხადა მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარემ სოსო შატბერაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში.
როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იდგეს კარგად აღჭურვილი, კარგად გაწვრთნილი და კარგად მოტივირებული ქართული ჯარი.
„ამ ისტორიულ პერიოდში საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხედრო ნეიტრალიტეტს. საქართველო ოკუპირებულია და თბილისიდან 40 კილომეტრში დგას რუსული შეიარაღებული ძალები. ახლა, ჩვენს ქვეყანაში სხვა შეიარაღებული ძლების შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ ორი იმპერია, ორი ძლიერი სახელმწიფო, პირისპირ დადგება ერთმანეთთან და კენჭის სროლაც საკმარისია, რომ გამოიწვიოს კატასტროფა. ამიტომ დღეს საქართველოსთვის ყველაზე კარგი გამოსავალია სამხედრო ნეიტრალიტეტი. საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იდგეს კარგად აღჭურვილი, კარგად გაწვრთნილი და კარგად მოტივირებული ქართული ჯარი. ჩვენ მიგვაჩნია იმისათვის, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს, დევნილები თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ და ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულად გამთლიანდეს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა. ეს არ ნიშნვს დასავლეთისთვის უარის თქმას, ეს ნიშნავს ქვეყნის გადარჩენას“, -განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.