თუ აბიტურიენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, მას დამატებით სესიაზე მოვიწვევთ, სესიების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტებისთვის გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.
აბიტურიენტებისთვის გამოცდები 22 ივლისს დასრულდება, თუმცა, ჩვენ გვაქვს დამატებითი სესიებიც. თუ აბიტურიენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, მას ჩვენ დამატებით სესიაზე მოვიწვევთ, ამ სესიების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება",- აღნიშნავს სოფო გორგოძე.
მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ. აპლიკანტს შეუძლია პირბადე სურვილისამებრ გამოიყენოს.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა.