დღის სიახლეები
სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 29 სექტემბერს ქალაქ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, ასევე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე თავდასხმის ფაქტებზე პირველად სამართებლივ შეფასებას აქვეყნებს და სახელმწიფოს მოუწოდებს უზრუნველყოს გამოვლენილი დანაშაულებრივი შემთხვევების დამოუკიდებელი, დროული და ეფექტიანი გამოძიება და მსგავსი ძალადობის ეფექტური პრევენცია.
იემსი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს განუხრელად დაიცვან მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპები და რეგიონებში არ დაუშვან სოციალური კონფლიქტების შექმნა.
მსგავსი
დღის გადაცემები