დღის სიახლეები
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა [ვიდეო]
28 წელი სოხუმის დაცემიდან. თბილისში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალს დილიდან გვირგვინებით ამკობენ როგორც მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთიდან დევნილები და ვეტერანები. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“ ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.
მსგავსი
დღის გადაცემები