24.11.2024 | 19:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სტოლტენბერგი: "ნატოს მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ იარაღის გაგზავნა იქამდე, სანამ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს"

"რუსეთი უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება და ნატოს მხარდამჭერებმა უნდა გააგრძელონ იარაღის გაგზავნა იქამდე, სანამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

"რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ომს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ახდენენ მეტი ძალების მობილიზებას, ისინი ცდილობენ, გაწირონ მეტი ადამიანი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის ამ ომში დიდი ხნით იყოს და ახალი შეტევები დაიწყოს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ომი უკრაინაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.

"პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააცნობიეროს რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ, მოლაპარაკების მაგიდასთან კეთილსინდისიერად უნდა დაჯდეს", - დასძინა სტოლტენბერგმა. 

დღის გადაცემები