სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება.
ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.
ორივე მხარე ამტკიცებს, რომ დედაქალაქ ხარტუმში საკვანძო ადგილებს აკონტროლებს.
ექიმები აცხადებენ, რომ ხარტუმის საავადმყოფოებში, სადაც ბევრი დაშავებული იმყოოფება, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და რომ ბრძოლების გამო დაშავებულებთან მიღწევა გართულებულია.
დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის ვერ ხერხდება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე. სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.