დღის სიახლეები
სულ მცირე 28 დაღუპული და 150 დაშავებული - პაკისტანში მეჩეთში ტერორისტმა თავი აიფეთქა
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, ქალაქში მდებარე მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
თავდასხმის სამიზნეები, სავარაუდოდ, ადგილობრივი პოლიციის წევრები იყვნენ. ფეშავარის პოლიციის ოფიცერმა, მუჰამედ იჯაზ ხანმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ აფეთქების დროს მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 300-იდან 400-მდე პოლიციელი იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ადამიანთა ნაწილი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
დღის გადაცემები