25.11.2024 | 01:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სულხან-საბა ორბელიანის მონუმენტს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

სულხან-საბა ორბელიანის მონუმენტს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. წლებია სოფელ ნადიბანთან, სამხედრო გზაზე, სადაც ტურისტები მუდმივად გადაადგილდებიან, სავიზიტო ბარათად ჩაფიქრებული ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწის ძეგლი, სავალალო მდგომარეობაშია. ამის შესახებ პირველად ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა, ობიექტივის ეთერში ისაუბრა. 2013 წლიდან დღემდე, ჩვენმა ტელევიზიამ საკითხი არაერთხელ გააშუქა, მიმდინარე წლის ზაფხულში კი დუშეთის მერისგან, ზურაბ სეხნიაშვილისგან დაპირება მიიღო. დღეს  ცნობილი გახდა, რომ მოქანდაკე გოგი ჟღენტის ქმნილების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივმა მერიამ 30 000 ლარი გამოჰყო.

დღის გადაცემები