24.11.2024 | 17:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სურსათის ფასებმა საქართველოში ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

საქსტატის მონაცემებით, წინა სამი წლის ოქტომბერთან შედარებით, 2022 წლის ოქტომბერში, ფასების საერთო დონე 21%-ით მეტია, სურსათზე ფასები კი - 31%-ით გაიზარდა. სურსათზე ფასები მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 16%-ითაა გაზრდილი.

სურსათზე ფასების ზრდა, სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში მომსახურების ფასების ზრდის შემდეგ, სიდიდით მეორე ადგილზეა. ეს უკანასკნელი გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსი ვიზიტორების მომატებულ რაოდენობას, რომლებიც ქვეყანას უკრაინის წინააღმდეგ უსამართლო ომის, სამხედრო მობილიზაციისა და სანქციების შიშის გამო გამოექცნენ, წერს East Fruit-ი.

მაღალი ფასების ძირითადი მიზეზები გლობალური ეკონომიკური პრობლემები - მიწოდების ჯაჭვის ხარჯების ზრდა და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდაა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების შემოდინებითაა გამოწვეული, ნათქვამია East Fruit-ის ანალიტიკოსების კვლევაში.

დღის გადაცემები