დღის სიახლეები
სურსათის ღირებულება 5.7 პროცენტით, ჯანდაცვის კი 13.6 პროცენტით არის გაზრდილი [ვიდეო]
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სურსათის ღირებულება 5.7 პროცენტით, ჯანდაცვის კი 13.6 პროცენტით არის გაზრდილი. რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალ პროდუქტებს, ყველაზე მეტად, თითქმის 36 პროცენტით ზეთია გაძვირებული. თითქმის 14 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე.
რაც შეეხება კომუნალური სუბსიდირების დასრულების ეფექტს, ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.6-პროცენტიანი მატება, რაც მნიშვნელოვნად აისახა წლიურ ინფლაციაზე. ელექტროენერგია, აირი და გათბობის სხვა სახეები 7.8 პროცენტით წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება კი 4.5 პროცენტით გაძვირდა.
მსგავსი
დღის გადაცემები