დღის სიახლეები
სუსი საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მიმართავს [ვიდეო]
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებულ უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები, რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. სუს-ის განმარტებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას მალავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება.
მსგავსი
დღის გადაცემები