ამერიკის შეერთებულ შტატებში 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. დღეს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცის დადების შემდეგ უფლებამოსლების შესრულებას ოფიციალურად შეუდგებიან. ცერემონია ვაშინგტონში უკიდურესად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების პირობებში გაიმართება. 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დედაქალაქში პოლიციის დამატებითი ძალები და ეროვნული გვარდიის დანაყოფები განთავსდნენ. კორონავირუსის გამო, შეზღუდულია ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობა. დახურული იქნება ვაშინგტონის ეროვნული პარკი, სადაც აღიმართა 200 ათასი დროშა. ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა ვირტუალურად ჩატარდება. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის წინ ფიცს დადებს. მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე გაემართება, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ბაიდენის წინამორბედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიალს არ დაესწრება, ის თეთრ სახლს 20 იანვარს, დილით დატოვებს. როგორც ცნობილია, ამავე დღეს დონალდ ტრამპი მერილენდში მდებარე სამხედრო ბაზაზე გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვას გეგმავს. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ოფიციალური ცერემონიის დროს, ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს ლედი გაგა. რაც შეეხება ინაუგურაციის დღის კონცერტს, როგორც ცნობილია, მას მსახიობი ტომ ჰენქსი გაუძღვება. მონაწილეთა შორის ასახელებენ ჯენიფერ ლოპესსაც. 90-წუთიანი კონცერტის ტრანსლაცია ტელევიზიებითა და ინტერნეტპორტალ „იუთუბით“ განხორციელდება.
დღის სიახლეები
სშშ-ში 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები