სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კალოუბნის, საცხენისის, თრიალეთის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბურძგლას, ცაგარელის, შმიდტის, დოლიძის, ქაფიანიძის, ბზვანელის, ბოლქვაძის, ბერბუკის, ასლანიდის, ალმასიანის, პანკისის, ბალანჩივაძეების, ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ხახანაშვილის, ივერიელის, ქურხულის, მუკუზნის, გუთნის, კვეზერელის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, უორდროპის, ჯავადის, ჩოლოყაშვილის, ლაისტის, მეგობრობის, ნინიძის, გუდარეხის და წულაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IX, X, XI კვარტლების, თემქის დასახლების IV, XI მიკრორაიონების, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, შატილის, ურეკის, ხევძმარის, თემქის, რჩეულიშვილის, ბარამიძის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, თიანეთის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხარაძის, ხიზამბარელის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.