24.11.2024 | 19:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

პარიზის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გრანდ სლემის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.

23 წლის ქართველმა ფინალამდე იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.

ამასთან, დღეს პარიზის გრან სლემზე 90 კგ. წონაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ მესამე ადგილი დაიკავა. ბრიჯნაოს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი მოწინააღმდეგე დავიდ კლამერტი დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ცნობისთვის, გუშინ, 4 თებერვალს პარიზის გრან სლემის გამარჯვებული 73 კგ. წონაში ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

დღის გადაცემები