დღის სიახლეები
ტატო გრიგალაშილი ევროპის ჩემპიონი გახდა
ტატო გრიგალაშილი ევროპის ჩემპიონი გახდა. 20 წლის ძიუდოს მოჭიდავემ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენა, დაამარცხა ურთულესი მეტოქეები და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხბურზე ავიდა. ფინალურ შეხვედრაში მან ბულგარელ ივაილო ივანოვს 45 წამში 2 ვაზარით და სუფთა გამარჯვებით სძლია.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს ჯილდო ლუკა მაისურაძეს ერგო. ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა ლაშა შავდათუაშვილი. ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართელოს სახელით გამარჯვებისთვის ოთხი ფალავანი ემზადება. დღეს საბრძოლველად ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი გავლენ.
მსგავსი
დღის გადაცემები