დღის სიახლეები
ტრამპი ბაიდენს ურჩევს პუტინთან შეხვედრისას არ ჩაეძინოს [ვიდეო]
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოახლოვებულ შეხვედრას ეხმაურება და ბაიდენს აფრთხილებს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას არ ჩაეძინოს. „წარმატებას ვუსურვებ ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას - არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს, და გთხოვ ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი“, - წერია ტრამპის განცხადებაში, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენს „მძინარე ჯო“ შეარქვა. ამავე განცხადებაში ტრამპი იხსენებს, რომ პრეზიდენტის რანგში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან ფინეთში და აშშ-მა ბევრს მიაღწია. ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.
მსგავსი
დღის გადაცემები