დღის სიახლეები
უკანონო თვალთვალისა და მიყურადების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებენ [ვიდეო]
უკანონო თვალთვალისა და მიყურადების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებენ. გრიგოლ ლილუაშვილს, პასუხის გაცემა იმ დეპუტატებისთვისაც მოუწევს, რომელთა პარტიის ხელწერაც სწორედ, სხვისი ცხოვრების თვალთვალი და ამით შანტაჟი იყო. ნაცვლად იმისა, რომ მანკიერი პრაქტიკა სამარცხვინო წარსულში დაეტოვებინა, თავადაც აქტიურად იყენებს, მმართველი პარტია. ხელისსუფლებაში არც პასუხისმგებლობას გრძნობენ და არც მთავარ კითხვებზე აქვთ პასუხი. გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მხოლოდ შეფასებებს ვისმენთ.
მსგავსი
დღის გადაცემები