24.11.2024 | 19:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლას უარყოფს, კრემლის ინფორმაციით კი, ბრიანსკის რეგიონში უკრაინელი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი ზომები ტარდება

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლას უარყოფს, კრემლის ინფორმაციით კი, ბრიანსკის რეგიონში უკრაინელი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი ზომები ტარდება.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საუბარია ტერორისტების თავდასხმაზე და ამჟამად მათი განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს.

კითხვაზე, უკავშირებს თუ არა კრემლი თავდასხმას უკრაინის ხელისუფლებას, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ინფორმაცია იქნება სამართალდამცავი ორგანოებიდან და დეტალები დადგინდება მომავალი გამოძიებით.

კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა კრემლში იმყოფება და ინფორმაციას მუდმივად იღებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, თავდაცვის მინისტრისგან, ეროვნული გვარდიის მეთაურისა და ბრიანსკის ოლქის გუბერნატორისგან.

ბრიანსკის რაიონში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში განვითარებული მოვლენები კი მოსკოვის თავხედური პროვოკაციაა.

დღის გადაცემები