24.11.2024 | 22:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინა  ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონებს აყალიბებს [ვიდეო]

ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი ქვედანაყოფი კიევის მახლობლად წვრთნებს გადის.  1-ელ იანვარს უკრაინაში ამოქმედდა კანონი „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“, რომლის ფარგლებშიც მოხალისეთა რაზმები  ცალკე დანაყოფები ხდებიან. ამ კანონის მიხედვით, მოხალისეთა დანაყოფებს შეუძლიათ ატარონ საკუთარი იარაღი, თავდაცვის სამინისტრო კი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მათ  მძიმე ტექნიკაც გადასცეს.  ქვედანაყოფის მებრძოლები ამტკიცებენ, რომ მათ ხელში იარაღი არასდროს სჭერიათ, მაგრამ ქვეყანას ამჯერად მათი დახმარება სჭირდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ მოხალისეთა რაზმები სტრატეგიის არსებითი ნაწილია და  130 000 მშვიდობიანი მოქალაქის შეიარაღებას  და მათი თავდაცვითი ქვედანაყოფების ნაწილად ჩამოყალიბებას გეგმავს. კანონი „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“ პრეზიდენტ  ვლადიმირ ზელენსკის მიერ  გასული წლის მაისში იყო ინიცირებული.  ზელენსკის თქმით, ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის შექმნა ძლიერი სიგნალი იქნება ყველასთვის, რომ უკრაინა არ დაუშვებს 2014 წლის მოვლენების გამეორებას.

დღის გადაცემები