24.11.2024 | 19:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი, 2 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი "ტელეგრამზ" იუწყება.

"უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. დამატებითი ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვას, კერძოდ კი სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში" - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, აღნიშული თანხა 5 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტის პირველი ნაწილია. ზოგადად კი, წელს უკრაინამ ევროკავშირისგან 4.2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო.

უკრაინა ევროკავშირისგან აღნიშულ 2 მილიარდ ევროს ივნისში შეთანხმებული მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში ელოდა.

დღის გადაცემები