დღის სიახლეები
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს 9 ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]
საომარი მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ქალაქში 9 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო. როგორც გერაშჩენკო სოციალურ ქსელში წერს, ოდესის ოლქის ქალაქ პოდოლსკში, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა 7 ადამიანი, კიდევ 19 დაკარგულად ითვლება. დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა 1 ადამიანი ხოლო 2 დაიჭრა. კიევის ოლქში დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი. ხერსონის ოლქში დაიღუპა 17 წლის ბიჭი. დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკის მერის, ივან პრიხოდკოს ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი.
მსგავსი
დღის გადაცემები