მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი იცვლება, საქართველოს ხელისულფებაში კი გეოპოლიტიკურ პროცესებს უგულვებელჰყოფენ. კონფლიქტში ჩართულმა უკრაინამ ნატოზე ფიქრი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ალიანსში მიღებაზე მკაფიო უარი განუცხადეს და არც რუსეთისთვის დაკეტეს საფრენი სივრცე. ჩრდილო ანტლანტიკური ალიანსი, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია არა არის დიდი ხანია საუბრობებენ „პატრიოტთა ალიანსში“. პოლიტიკურ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსი საშიშროების თავიდან აცილების გზაა, რაზეც საუბარი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე უნდა დაიწყოს.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს კიევმა შესთავაზა უკრაინაში დემილიტარიზებული სახელმწიფოს შვედური ან ავსტრიული ვერსიის შექმნა.
„უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნება და განვითარება, უკრაინის დემილიტარიზაცია უკრაინის არმიასთან დაკავშირებით საკითხების მთელ სპექტრთან ერთად განიხილება. კიევი ხაზს უსვამს, რომ ნეიტრალური დემილიტარიზებული სახელმწიფოს სტატუსით უკრაინას საკუთარი საზღვაო ძალები და არმია ეყოლება. უკრაინის სამომავლო სტატუსთან დაკავშირებული ყველა საკითხი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელობის დონეზეა დასმული. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინა, ნეიტრალური და არა ნატოს წევრი, ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი. შეთანხმებებში ფაქტიურად ყველა რიცხვი, ყველა ასო განიხილება დიდი ყურადღებით, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შეთანხმება თაობებისთვის.