დღის სიახლეები
უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა დასრულებულია [ვიდეო]
უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა დასრულებულია. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გაგრძელდება. როგორც ირკვევა უკრაინისა და რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრებმა ძირითადად ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. მათ შორის იყო მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დერეფნების გახსნა, რათა მათ ტერიტორიის დატოვება შეძლონ. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტუნის შეხვედრას, ამ საკითხში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ მათ კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ და საკითხი კრემლში აქტიურად განიხილება.
მსგავსი
დღის გადაცემები