დღის სიახლეები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავენ [ვიდეო]
უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 13 აპრილს შეხვედრას გამართავენ, - შესაბამისი ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრა ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულება შესაძლოა, ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსაც შეხვდეს. ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის ჩატარების ინიციატივით უკრაინული მხარე ქვეყნის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების შემდეგ გამოვიდა, რომელიც ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ უნდა გაიმართოს.
მსგავსი
დღის გადაცემები