დღის სიახლეები
უკრაინის საზღვართან აშშ სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს [ვიდეო]
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გამო, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს,– ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს განცხადებით, სამხედრო ხომალდების განთავსება რუსეთისთვის განსაკუთრებული გზავნილი იქნება, რომ აშშ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წყაროს ინფრომაციით, ამჟამად აშშ რუსეთის ძალების გაძლიერებას არ განიხილავს, როგორც მომზადებას შეტევითი მოქმედებისთვის, თუმცა, პენტაგონში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვითარება შეიცვლება, აშშ მზად იქნება საპასუხო ქმედებებისთვის.
მსგავსი