დღის სიახლეები
უკრაინის ხელისუფლება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს [ვიდეო]
რუსეთ-უკრაინის ომის 43-ე დღე. ვითარება კვლავ მძიმიეა. უკრაინის ხელისუფლება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მათი ინფორმაციით, ადგილზე ბრძოლებია მოსალოდნელი. ინფორმაცია ვრცელდება ზაპოროჟიეში, დნიპროსა და ხარკოვში აფეთქებების შესახებ. ვითარება შედარებით მშვიდია ნიკოლაევში. უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში სოფელი ოსოკოროვკა გაათავისუფლეს. ქალაქ გოსტომელში დღეიდან განაღმვის მიზნით "კომენდანტის საათი" ამოქმედდება. ამასთან ერთად, გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტის მორიგი მიმართვა გავრცელდა. ვოლოდიმერ ზელნსკი დასავლელ პარტნიორებს კიდევ უფრო რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგეთა დანაკარგებს ითვლიან.
მსგავსი
დღის გადაცემები