რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 72 შემთხვევაში ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით გახსნეს. უკრაინული მედია ასევე წერს, რომ უკრაინელი სამხედროები ვითარებას აკონტროლებენ და პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატურად რეაგირებენ. ამასობაში კი რუსეთისა და ბელარუსის ჯარები უკრაინის საზღვართან მიმდინარე ერთობლივ წვრთნებს ახანგრძლივებენ. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო და 10 დღეში, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. თუმცა ბელარუსის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან „სამხედრო აქტივობის გაზრდის“ და დონბასის რეგიონში „ვითარების ესკალაციის“ გამო წვრთნები გაგრძელდება.
დღის სიახლეები
უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები