დღის სიახლეები
უკრაინული მედია - უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასასვენებლად ყოფნის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
გამოცემა წერს, რომ სიმონენკო ახალი წლის აღსანიშნავად ოჯახთან ერთად ესპანეთის ქალაქ მარბელიაში 10 დღით იმყოფებოდა.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები