24.11.2024 | 22:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს შეხვდება [ვიდეო]

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც  რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირის რეპუტაცია აქვს, სამშაბათს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ეწვევა. ამით ვიქტორ ორბანს შეუძლია ხელი შეუშალოს ევროკავშირის სხვა ლიდერებს საერთო პოზიციის შემუშავებაში, რასაც ისინი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქცევად თვლიან. მაგრამ უნგრეთის ლიდერი ამტკიცებს, რომ მისი მთავარი მიზანი უფრო იაფი გაზის მიღებაა. „მსურს მოლაპარაკებებში მივაღწიოთ იმას, რომ ენერგომატარებლებზე ფასების მატების რთულ პერიოდში, უფრო მეტი  ბუნებრივი აირის  შესყიდვას შევძლებთ, ეს  გათვალისწინებულია რუსეთ-უნგრეთის შეთანხმებით, რომელიც ხელ გვაქვს“ - განაცხადა ორბანმა. გასულ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრეზიდენტი პუტინი გააფრთხილეს,  რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს  ეკონომიკური სანქციები ემუქრება. ფრანგმა დეპუტატმა კი ბუდაპეშტს მოუწოდა, ევროკავშირის მხარდამხარ იაროს და არა მოსკოვთან ერთად. ნატალი ლუაზოს თქმით, პუტინს ევროკავშირის დაყოფა სურს და იმედოვნებს, რომ ვიქტორ ორბანი აცნობიერებს რა დგას სასწორზე და,  შესაბამისად, ევროკავშირის ერთიანობის იდეას დაიცავს. უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრს რუსეთში ვიზიტის შეწყვეტისკენაც მოუწოდეს. მათ მიაჩნიათ, რომ ორბანი ღალატობს ევროკავშირის კოლეგებს, როდესაც უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის ფონზე მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დღის გადაცემები