24.11.2024 | 19:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "თუ თქვენ ლიბერალური მეინსტრიმის წინააღმდეგ ხართ და ამასობაში წარმატებული ხართ და არჩევნებს იგებთ, ეს ლიბერალური მეინსტრიმისთვის ადვილად მოსანელებელი არ არის"

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი დაიღალა დასავლეთის მხრიდან კრიტიკისგან. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

პიტერ სიიარტოს თქმით, დასავლეთის მუდმივი კრიტიკა უნგრეთის მიმართ დემოკრატიულ და კულტურულ საკითხებზე აფერხებს თანამშრომლობას პრაქტიკულ საკითხებზე.

"როდესაც ფინელი და შვედი პოლიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას, ეს ნამდვილად მიუღებელია", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ევროკავშირის კანონმდებლებმა შარშან განაცხადეს, რომ უნგრეთი "საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად" გადაიქცა ორბანის მთავრობის პირობებში.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, სიიარტომ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს მათ აყვავების პერიოდი ჰქონდათ ამერიკასთან, თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს უფრო რთული გახდა ურთიერთობები.

"უნგრეთს მკაფიოდ მემარჯვენე, ქრისტიან-დემოკრატიული, კონსერვატიული, პატრიოტული მთავრობა ჰყავს. ასე რომ, ჩვენ ძირითადად მეინსტრიმის წინააღმდეგი ვართ. და თუ თქვენ ლიბერალური მეინსტრიმის წინააღმდეგ ხართ და ამასობაში წარმატებული ხართ და არჩევნებს იგებთ, ეს ლიბერალური მეინსტრიმისთვის ადვილად მოსანელებელი არ არის", - აღნიშნა მან.

დღის გადაცემები